გია ჩიკვაიძე

chikvaidze.jpg

ფერწერა, გრაფიკა

 

 

 

ბიოგრაფია

გია ჩიკვაიძე დაიბადა 1961 ქალაქ თბილისში,საქართველოს სახალხო მხატვრის იური ჩიკვაიძის ოჯახში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში, ლოს-ანჟელესში. განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დაზგური გრაფიკის და წიგნის ილიუსტრაციის ფაკულტეტზე(1979-1985). გია ჩიკვაიძე მუშაობს დაზგური ფერწერასა და გრაფიკაში. მისი შემოქმედების თემატიკა მიეკუთვნება პოსტ-სურიალისტურ მიმდინარეობას.  ჩიკვაიძის შემოქმედებაში ზღაპარს, ფანტასმაგორიულ, წარმოსახვით ელემენტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხელოვანს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო , ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში, მათ შორის ბევერლი ჰილზის,სან ფრანცისკოს,ნიუ-იორკის, ჩიკაგოს,ვანკუვერის(კანადა),სან დიეგოს  და ა.შ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლამდე გია ჩიკვაიძის ნამუშევრები გამოფენილი იყო: გერმანიაში, იუგოსლავიაში, ფინეთში, პოლონეთში, იტალიაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდგარი გამოფენების არასრული ნუსხა:

2001 წელი: არტექსპო, სან-ფრანცისკო, კალიფორნია.

2002 წელი: არტექსპო, სან-ფრანცისკო, კალიფორნია.

2000 წელი: კანადის მხატვართა ფედერაცია, ვანკუვერი.

ფრესკა რესტორანში - ჰოლივუდი.

ფრესკა კაფეში "ნაპოლეონი", კალიფორნია.

 

  

 

გალერეა