მერაბ სურვილაძე

ფერწერა

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

 

 

 

ბიოგრაფია

მერაბ სურვილაძე დაიბადა 1965 წელს თბილისში, საქართველოში. მერაბი ფერწერამ ადრეულ ასაკში გაიტაცა. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ის საცხოვრებლად ბელგიაში წავიდა, სადაც დაამთავრა ლა კამბრის აკადემია და შემდეგ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემია.

ის მონაწილეობას იღებს მრავალ ჯგუფურ გამოფენაში. მისი პირველი სოლო გამოფენა 1993 წელს გაიმართა.

მერაბის მხატვრული სტილი თანამედროვეობას პასუხობს. მისმა ხელოვნებამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა ტრადიციული მოტივებიდან სულიერ და ფიზიკურ კონცეფციებამდე. დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მან თავის ხელოვნებას დაუმატა ახალი განზომილება - აკრილური ფიგურების სახით. ამ დანამატით მან გააფართოვა თავისი ხელოვნების ტექნიკური საზღვრები, მიუმატა რა თავის ფერწერას 3D განზომილება და ტილოზე გამოქანდაკებულ ფიგურებს ამით მისცა ჩრდილებით თამაშის საშუალება. როგორც მერაბი ამბობს, ჩრდილების მოხაზულობები ქმნის დაძაბულობას, აღიზიანებს ტონალობებსა და ნამუშევარს იმ სიღრმეს ანიჭებს, რაც სხვა შემთხვევში დაიკარგებოდა.

მერაბ სურვილაძე ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბრიუსელში.

ხელოვანის შესახებ

 

 

 

გალერეა