შალვა ხახანაშვილი
მულტიმედია, ფოტოგრაფია
ბიოგრაფია
შალვა ხახანაშვილი დაიბადა 1964 წელს გორში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. საქართველო დატოვა 1995 წელს, ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში, საფრანგეთი. ქმნის მულტიმედია, ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს, გარდა ამისა როგორც კურატორი თავად მართავს გამოფენებს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ და ხელს უწყობს ქართული ხელოვნების პოპულარიზებას და ინტეგრაციას ევროპულ სახელოვნებო სივრცეში. შალვა ხახანაშვილის მიერ მოწყობილ გამოფენათა შორისაა: 1990 წელი – მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო; 1991 წელი – გალერეა "ნა სალიანკე", მოსკოვი, რუსეთი; 1992 წელი – გალერეა “Gleditsch 45”, ბერლინი; 1993 წელი – გალერეა“IFA”, ბონი, გერმანია; 1994 წელი– კულტურული ურთიერთობების საერთაშორისო ინსტიტუტი (IFA), ბერლინი, გერმანია; 1998წელი – გალერეა "Friedrich", კიოლნი, გერმანია; 2001წელი– მარი დე ლონჟის მერია, პარიზი, საფრანგეთი; 2002 წელი – გალერეა „Event“, კიოლნი, გერმანია.