გელა კესიდი

kesidi.jpg

ქანდაკება

 

 

 

ბიოგრაფია

გელა კესიდი, დაიბადა 1959 წელს თბილისში, 1973-1977 წლებში სწავლობდა თბილისის მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ქანდაკების მიმართულებით. შემდეგ 1983-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იგივე მიმართულებით. 1992 წელიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საბერძნეთში. 2003 წლიდან ასწავლის ქანდაკებას კორდელიოს მუნიციპალიტეტში, თესსალონიკი. სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში: 2007 “Strahovskeno Monastery”, პრაღა, ჩეხეთი; 2005 “Muenchner Kuestlerhaus”, მიუნხენი, გერმანია, 2004 გალერეა “Rarity”, საბერძნეთი; 2003 თესალონიკის არქეოლოგიის მუზეუმი, საბერძნეთი. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო გამოფენაზე, ბიენალესა და მოქანდაკეთა საერთშორისო სიმპოზიუმზე. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ჩინეთი, საბერძნეთი, იაპონია, იტალია, რუსეთი, ჰოლანდია. დაცულია კერძო კოლექციებში. ის შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშნელოვანი ადგილი უკავია ქართული ხელოვნების პოპულარიზაცის საზღვარგარეთ და ქართულ-ბერძნულ შემოქმედებითი ურთიერთობის განვითარებას. ის არის მოქანდაკეთა საერთეშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორი : ქ.კავალა -1999, ქ.დრამა-2000, 2001, 2002. ქ. თესალონიკში-1999, 2003.

CV

 

 

  

გალერეა