ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა

portrait

ქანდაკება

 

 

 

ბიოგრაფია

ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა დაიბადა 1944 წელს მარტვილში (საქართველო). 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.

მოქანდაკე 1970 წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორისაა: რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენა (1990-1997); დაზგური ქანდაკების გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, პორტრეტის გამოფენა, თბილისი (1996), ქართველ მოქანდაკეთა ჯგუფური გამოფენა უზესში, საფრანგეთი(1992); პერსონალური გამოფენები: ბიარიცი (საფრანგეთი, 1993-1996), ბაზელი, შვეიცარია (1996); „ცოცხალი ქვები“, პარიზის საკრებულო, საფრანგეთი (2016); “ქვების სიჩუმე“. აუბენას ვილა, საფრანგეთი (2019).

მოქანდაკის შემოქმედებიდან გამორჩეულია შემდეგი ნამუშევრები: წმინდა ოჯახი, ქვა (1970), მცხეთა, ნამუშევრების სერია დარიალის ხეობაში (ყაზბეგი), გრანიტი (1973-1980), პეტრე იბერი, რიყის ქვა(1975), მემატიანე, დიაბაზი (1980), ნინოს პორტრეტი (მარმარილო, 1983), წმ. გიორგი (1988), სიონის ტაძრის ეზო, თბილისი, დიაბაზი, ძელიცხოველი (1989), მარმარილო, მცხეთა, კომპოზიცია (1991), ლოილანი (საფრანგეთი), მარმარილო (საფრანგეთი) ანტიკური მოტივები, ქანდაკებებისციკლიბერძნულიმითოლოგიისგმირები(1995-1996).

ჯემალ ბჟალავა 1991 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში.

cv

 

 

 

გალერეა