ზურაბ ბეროზაშვილი
ინსტალაცია
ბიოგრაფია
ზურაბ ბეროზაშვილი, ფსევდონიმი - ზურაბ ბერო/ Zurab Bero დაიბადა 1982 წელს გურჯაანში (საქართველო).1999-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმიწფო სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების ფაკულტეტზე. 2002-2006 წლებში სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტსა და პოცდამის უნივერსიტეტში, გერმანული ლიტერატურისა და ლინგვისტიკის ფაკულტეტზე. 2006 სწავლა გაარგძელა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UDK, Universität der Künste Berlin) ბაკალავრიატზე ქანდაკების მიმართულებით, 2007-2009 წლებში მუშაობდა იმავე უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენად. 2009 წელს წარმატებით დაამთავრა საბაკალავრო პროგრამა და მიიღეს იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე. 2010 წელს მასტერის ხარისხის მიღების შემდეგ აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. მათ შორისაა: „Haus der Künste München“, „Berliner Dom“, „GIZ-Berlin“, „Symposium Tivoli, Italy“, Symposium Oronsko, Poland, Nord Art და მრავალი სხვა. 2010 წელს მიენიჭა „Diffring Award 2010“-ის პრიზი. ასევე ინტენსიურად მუშაობდა ბერლინში გალერეებთან: Galerie Gerken და Galerie Wedding. 2012 წელს კვლავ ჩააბარა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის პოსტგრადუალურ სამასტერო პროგრამაზე - „ხელოვნება კოტექსტში“ (UDK-Berlin, Institut for art in Context). სწავლის პერიოდში იყო ამავე ფაკულტეტის მისაღები გამოცდების კომისიისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წევრი. 2015 წელს დაასრულა სწავლა. მისი სამაგისტრო თეზისი სათაურით „ფილმის ცენზურა საქართველოში და მისი გავლენა შემოქმედებით პროცესებზე“ გამოსცა წიგნად. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.