ირაკლი ბუგიანი

irakli_bugiani.jpg

ფერწერა

 

 

 

ბიოგრაფია

ირაკლი ბუგიანი დაიბადა 1980 წელს საქართველოში. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. მან განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 2001 წელს და შემდეგ სწავლა განაგრძო სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში, კარლსრუე, გერმანია. 2010 წელს მიიღო ხელოვნების ისტორიის მაგისტრის ხარისხი ჰეინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში, დუსელდორფი, გერმანია.

ირაკლი ბუგიანი აქტიურად იღებს  მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენასა და საერთაშორისო ღონისძიებაში. იგი არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის  I ადგილი აქვს მიღებული საერთაშორისო ხელოვნების ფეარზე, OW_ART 07, ბუხენი, გერმანია, ასევე საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობაზე  „იმპულსი“, ოსნაბრუკი, გერმანია.

შემოქმედებითი რეზიუმე

ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს და ორიენტირებულია შემოქმედებით პროცესზე. სურათებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციას, ტექსტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის გარშემო, რეალურ ცხოვრებაში - სოციალურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ სფეროებში ხდებოდა და ხდება. ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვადობა ტილოებზე. მხატვარი ხშირად გამიზნულად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, რაც ვიზუალურად დაუსრულებელი ნამუშევრების ეფექტს აჩენს. 

წყარო: http://projectartbeat.com/ge/artist/Irakli-Bugiani 

CV

 

 

 

გალერეა