დავით (დევი) ხმალაძე
ქანდაკება
ბიოგრაფია
დევი ხმალაძე, მოქანდაკე, წარმოშობით ქართველი, ცხოვრობს ბელგიაში, ქ. ანტვერპენში.
მას აქვს საკუთარი სახელოვნებო სივრცე – “Atelierdevka”
ქ. ანტვერპენში, სადაც იგი მუშაობს, ქმნის მულტიდისციპლინური ხელოვნების ნიმუშებს, ობიექტებს და ამავდროეულად, საკუთარ ატელიეში ფენს თავის ქანდაკებებს.
“Atelierdevka”, ეს არის სახელოვნებო სივრცე, არტისტების ერთობლივი გამოფენების, ვორქშოფების/სემინარებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად.
დევი ხმალაძე გახლავთ ორი მონუმენტის ავტორი:
“მედეა ოქროს საწმისით” და “პრომეთე”.
ორივე მონუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე დაიდგა.
დევი ხმალაძემ საქართველოს სახვითი ხელოვნების აკადემიაში, თბილისში, ქანდაკების ფაკულტეტი დაამთავრა. შემდგომ, მან თავისი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარება ქალაქ პრაღაში გააგრძელა.
1990 წლიდან დაწყებული დღემდე, დევი ხმალაძე ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
დევი ხმალაძე წლების მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს ბელგიისა და ნიდერლანდების რიგ გალერეებთან. იგი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო
ხელოვნების კონკურსებში, თანამედროვე ხელოვნების ბაზრობებსა თუ გამოფენებში.
დევი ხმალაძის რამდენიმე ნამუშევარი ინახება ნიდერლანდებში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში / მაგ.
ტომ სხულტენის სახ. მუზეუმში, Museum Tom Schulten/.
დევი ხმალაძის ბევრი ნამუშევარი კერძო კოლექციონერმა შეიძინა და ამჯერად ისინი ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთისა და სხვა ევროპის თანამედროვე ხელოვნების გალერეებში იფინება და ინახება.
დევი ხმალაძე, როგორც მოქანდაკე, მთელი მისი შემოქმედების მანძილზე ახალი მასალის, შერეული ტექნიკის ძიებისა და აღმოჩენის პროცესშია. მისი შემოქმედება უამრავი ექსპერიმენტის ნაზავია ქანდაკების სხვადასხვა ფორმასა და მასალაზე დაყრდნობით; მისთვის, მოქანდაკის პროფესია, ქანდაკების შექმნა, დაუსრულებელი ძიების პროცესია, რომელიც გულისხმობს წარმოსახვის უსასრულო და უკიდეგანო პოტენციალს.