ნინა გამსახურდია (ბარდაველიძე)

ფერწერა

www.nina-gamsachurdia.ch.

 

 

 

ბიოგრაფია

ნინა გამსახურდია დაიბადა 1965 წელს, 1992 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში. საქართველოში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, შემდეგ მუშაობდა ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. ნინა გამსახურდიას მედიუმია ფერწერა, ასევე აქტიურად მუშაობს რესტავრაციის მიმართულებით. ხატწერის რესტავრაციის გამოცდილებამ ნინა გამსახურდიას შემოქმედებაში ერთმანეთს დააკავშირა რელიგიური თემატიკა და მძაფრი ინდივიდუალური ხედვა. მისი ფერწერა ერთის მხრივ აბსტრაქტულ-იმაგინატიური და თანამედროვეა, მეორის მხრივ წარმოაჩენს უძველესი მხატვრული ფორმების, მეტწილად ბიზანტიური ფერწერის უძვლესი ტექნოლოგიის გაცოცხლების ექსპერიმენტს.

მისი შემოქმედება მოიცავს არა მხოლოდ სურათებს, არამედ სტელებს, მცირე ქანდაკებებს, ამულეტებს, მანდილიონებს, შესრულებულთ მარმარილოთი დაგრუნტულ ხეზე და ტილოზე.

ნიშანდობლივია, რომ მხატვარი საკუთარი ხელით ამზადებს მთელ სახატავ მასალას. ფერებს ამზადებს ბუნებრივი- ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების პიგმენტებისგან, როგორიცაა ლაპისლაზული, ოპალი, ფირუზი, მალაქიტი, ნეფრიტი, ალმასი, ძოწი, ქარვა,მარჯანი, იასპი, სინგური და ა.შ. უხვად იყენებს ფურცლოვან ოქროს, სპილენძს თუ ვერცხლს. ნინა გამსახურდიას ნამუშევრები დაცულია როგორც გალერეებში, ასევე კერძო კოლექციებში მსოფლიოს მასშტაბით.

CV

 

 

 

გალერეა