ირინა გაბიანი
მულტიმედია
ბიოგრაფია
ირინა გაბიანი დაიბადა 1971 წელს საქართველოში, თბილისში. სახელოვნებო განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ:
1986-1990 წლები -იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, თბილისი, საქართველო;
1990-1994 წლები-თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისი, საქართველო;1994-1997 გერიტ რიტველდის სახელობის სამხატვრო აკადემია, ამსტერდამი, ნიდერლანდები (MA) ირინა მუშაობს მულტიმედია არტის მიმართულებით.
საქართველო დატოვა 1994 წელს. ცხოვრობს და მუშაობს ლუქსემბურგში.
მონაწილეობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებში გალერეებსა და მუზეუმებში. მონაწილეობას იღებს ფესტივალებსა და ბიენალეებზე, ვენეციის 54-ე ბიენალეს ჩათვლით.
არტისტის განაცხადი:
სამყაროს მთლიანობის არსი არის მთავარი კვლევის საგანი ირინა გაბიანის შემოქმედებაში, ჩვენ ყველა ვეკუთვნით უნიკალურ სისტემას, ერთიან „დიდ ორგანიზმს“ წარმოსახულს როგორც კომპლექსს, ურთიერთდაკავშირებულ ჯაჭვს, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ და ყველაფერი ჩვენს გარშემო.
მცდელობა გავიხედოთ იმის მიღმა რასაც ჩვენ თვალით აღვიქვამთ, გვიჩვენებს სამყაროს იმის მიღმა, რასაც ჩვეულებრივ ვხედავთ, არტისტის კვლევა მოიცავს მატერიის შიგნით არსებულ ურიცხვ მსაგვსებებს უსასრულოდ დიდიდან, უსასრულოდ მცირემდე.
ირინა გაბიანი მუშაობს სხვადასხვა მედიაში: ნახატი, ფერწერა, ინსტალაცია, ვიდეო და პერფორმანსი.