ლიანა ნაკაშიძე
ფერწერა
ბიოგრაფია
ლიანა ნაკაშიძე დაიბადა 1968 წელს ბათუმში, საქართველო. 1980 – 1984 წლებში სწავლობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გრაფიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით, ხოლო 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, (საქართველო).
ლიანა ნაკაშიძე 1999 წლიდან დღემდე მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, მათ შორისაა: 2015 - მუდმივი გამოფენა MOMACA HILDESHEIM- თანამედროვე ხელოვნების ვირტუალურ მუზეუმში; თანამედროვე ხელოვნების არტ-ბაზრობა ციურიხში, შვეიცარია; 2 გამოფენა White Gallery-ში, ბერლინი, გერმანია; 2011 - გალერეა Arte pluralization, ბელფორტი, საფრანგეთი; 2010 - Willy Brandt-ის მუზეუმი, ლუბეკი; 2009 - Kirsten Kjaer-ის მუზეუმი, დანია; 2002 - ბათუმის ხელოვნების მუზეუმი, საქართველო; 1999 - სანქტ-პეტერბრუგის სამხატვრო აკადემია, რუსეთი და სხვ.
2003 წლიდან ლიანა ნაკაშიძე ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში (გერმანია).