თეონა იამანიძე

ფერწერა

 

 

 

ბიოგრაფია 

თეონა იამანიძე ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენელია, ცხოვრობს და მუშაობს, ნიუ იორკში (აშშ), დაიბადა და გაიზარდა ქართველი ემიგრანტების ოჯახში მოსკოვში (რუსეთი).

თ. იამანიძის ნამუშევრები გამოფენილი იყო როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის მოსკოვის ვინზავოდის თანამედროვე კულტურის ცენტრში, ბერლინის საერთაშორისო ხელოვნების კვირეულსა და მოსკოვის თანამედროვე კულტურის ცენტრში. იგი მონაწილეობდა ევერსონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტში "ის დღე ახლა: ჰიროშიმას ჩრდილები”, რომელიც მიეძღვნა იაპოიანიში ჰიროშიმას ატომური დაბომბვიდან 70 წლისთავს.

თეონა იამანიძე არის მხატვარი, და ამავე დროს, კურატორი და მკვლევარი. თეონა არის ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი 17 ახალგაზრდა ლიდერთა შორის, ასევე ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდიისა და ელიზაბეტ გრინშილდის ფონდის გრანტის მიმღები.

მისი ბოლოდროინდელი ნამუშევრები არის მცდელობა, გაახანგრძლივოს გაუცხოების შეგრძნება, რომელიც უკავშირდება წარსულში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტებს, რომელიც მისთვის ცხოვრების გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცნობი იყო. ის, რაც მან არ იცოდა მისი ოჯახის შესახებ ან დღემდე არ აქვს გაცნობიერებული. მისი წარმოშობა ღრმად უკავშირდება იმ სტერეოტიპს, რაც მას, როგორც ქალს სახლში აბრუნებს. თ. იამანიძის ნამუშევრები აისახება მისი პირად წარმოდგენები, სადაც ხდება პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სოციალურ კონსტრუირებას კერძოდ ქართულ კულტურაში და წარმოიშობა მითოლოგიური სიმბოლოები და ნარატიული სცენარები - ქალების, ბავშვების / ახალგაზრდა გოგონების სახეები სოციალურად დაუცველი საზოგადოების პოზიციიდან.

მხატვარი ცდილობს ახალგაზრდა ქართველი ქალების რადიკალური ცვლილების შეცნობას. ფემინიზმი ჯერ კიდევ ეგზოტიკური ფენომენია - ტრადიციულ ქართულ ოჯახებში მიუღებელია ან უბრალოდ არასწორადა ინტერპრეტირებულია. თუმცა, ახლა უნდა მოხდეს ცვლილებები. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია იმ აბუჩადაგდებული ადამიანების დოკუმენტირებაზე ან სხვა ადამიანებზე, რომლებიც დავიწყებულნი არიან, რომლებიც კონფლიქტის დროს დაბნეულები ფარდას აფარებენ რეპრესირებულ ტაბუს, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია პოსტსაბჭოთა და დასავლური საზოგადოებრივ დოგმებში.

 

 

  

გალერეა