გიორგი ნებიერიძე
ფოტოგრაფია
ბიოგრაფია
დაიბადა 1990 წელს თბილისში, საქართველო. 2013 წელს გადავიდა გერმანიაში.
გიორგი ნებიერიძის ნამუშევრები რადიკალური ახალგაზრდების მდგომარეობას ასახავს თანამედროვე ევროპაში. ეს ის სხეულებია, რომელთაც მემარჯვენე მთავრობები არ მიიჩნევენ ევროპის მომავალ სახეებად. მის ნამუშევრებში ასახულია დროის შერჩევით წარმოდგენილი ჭეშმარიტი გამოცდილების სახეები და მეგობრებსა და მუზებს შორის სუფთა კავშირი, გაძლიერებული ემოციებისა და კონტროლის დაკარგვის მომენტები. სილამაზის ეს ციმციმი წვეულების ან ქუჩაში მოკლეხნიანი შეხვედრის შემდეგ აფიქსირებს ახალგაზრდებს სიყვარულის, თვითმყოფადობის და თავისუფლების ძიებისას და იკვლევს ყოველდღიური ცხოვრების ფრაგმენტებს უსასრულობის მეთოდით.
მისი ნამუშევრების დიქოტომია და მკვეთრი ბუნება თანამედროვე ვიზუალური კულტურის კრიტიკულ ანალიზს გვთავაზობს, გვახსენებს მთელ რიგ პრობლემებს: ახალგაზრდობა, სექსუალურობა, თავისუფლება, ძალადობა, ტექნოლოგია, ფიზიკურსა და ინტელექტუალურ სფეროებს შორის კავშირი ჩანს ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენებსა და ობიექტებში. არტისტის თემებში გაერთიანებულია გამომწვევი აბსტრაქციები და სინაზე. მოგვიანებით კი, ფოტოგრაფიის მრავალფეროვანი ჟანრების (მოდა, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, ინდუსტრიული დიზაინი, აბსტრაქცია და რეპორტაჟი) შეთანხმებით იგი ახდენს ამ ელემენტების იშვიათად სუფთა ესთეტიკით ინტერპრეტირებას.
საკუთარი ქალაქის - თბილისის ფოტოგადაღების პროცესში გიორგი ნებიერიძე აღბეჭდავს ახალგაზრდული კულტურის ახალ ტალღას, რომელიც იწვევს ეროვნული იდენტობის მიკუთვნების კონცეფტს და საბოლოო ჯამში, მიანიშნებს, რომ პრობლემებსა და განცდებზე იმარჯვებს ოპტიმიზმი. მან წარმოადგინა შემოქმედებითი გონების მქონე ახალი თაობა, რომელიც იბრძვის კონსერვატიზმის წინააღმდეგ, ხაზი გაუსვა მათ გაუცხოებას და წარმოაჩინა მათი აშკარა კონტრასტი კორუმპირებულ საზოგადოებასა და მანიპულაციურ ინსტიტუციებთან.
ამჟამად ბერლინში მცხოვრები არტისტი მუშაობს ანდერგრაუნდული ცხოვრებისა და სექსუალური თავისუფლების ფოტოგრაფიულ დოკუმენტირებაზე. იღებს მეგობრებსა და მუზებს მათი სპონტანური და თავისუფალი მდგომარეობის პროცესში, იმ დროს, როდესაც ყველაზე კარგად ჩანს ჭეშმარიტება და სინამდვილე.
გიორგი ნებიერიძის ნამუშევრები ასახავს აწმყოს და წარმოადგენს მომავლის მანიფესტს.