გიორგი პაპაშვილი

George and Helen Papashavili

ქანდაკება

 

 

 

ბიოგრაფია

მოქანდაკე და მწერალი გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილი დაიბადა 1898 წელს კობიანკარში, დუშეთის რაიონი, საქართველო. ის გარდიცვალა 1978 წელს კამბრიაში, კალიფორნია, აშშ.

პაპაშვილი ემიგრაციაში ადრეულ 1920-იან წლებში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას შემდგომ იქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. პაპაშვილმა წარმატება მოიპოვა როგორც მოქანდაკემ და როგორც მწერალმა. სამწერლო ასპარეზზე ის თავის მეუღლესთან ერთად მოღვწეობდა. ჰელენთან ერთად მან დაწერა თავისი პირველი წიგნი “ყველაფერი შეიძლება მოხდეს” (1922 წელი), რომელიც ავტობიოგრაფიულ რომანს წარმოადგენს. წიგნი ბესთსელერი გახდა, ის ითარგმნა 15 ენაზე, მისი 600000 ეგზემპლიარი გაიყიდა აშშ-ში და 1.5 მილიონი მთელს მსოფლიოში. ამ რომანის მიხედვით 1952 წელს ჰოლივუდში გადაიღეს იგივე სახელწოდების ფილმი. გიორგის და ჰელენის წყვილს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: დიახ და არა მოთხრობები - ქართული ხალხური ზღაპრების წიგნი (1964); ძაღლები და ადამინები (1954); მადლობა ნოეს (1956), რუსული სამზარეულოს წიგნი (1969); კვლავ სახლი და სახლი (1973).

გიორგი პაპაშვილი ახალგაზრდობაში ეუფლებოდა ცხენის მოსართავებისა და ხმლის კეთების ოსტატობას. 40 წლის ასაკში, აკადემიური განათლების მიღების გარეშე, მან დიწყო ქვაზე და ხეზე კვეთა. მან მალევე ჩამოაყალიბა თავისი სტილი, სადაც შერწყმული იყო ნაივური და თანამედროვე ხელოვნების საწყისები. ის ქმნიდა როგორც ბარელიეფებს, ისე თავისუფლად მდგომ მრგვალ ქანდკებებს.

პაპაშვილის ნამუშევრები ინახება მრავალ კერძო კოლექციასა და საჯარო შენობაში. მან შეასრულა დაკვეთები ფილადელფიის თავისუფალი ბიბლიოთეკის ვესთ ოუქ ლეინისა და ფოქს ჩეისის ფილიალებისთვის, ბალტიმორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკისთვის, ჰენფორდის საჯარო ბიბლიოთეკის, ბევერლი ჰილის საჯარო ბიბლიოთეკის, ბაქსის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის, ალენთაუნის საჯარო ბიბლიოთეკებისა და კასკადის საკონფერენციო ცენტრისთვის (კოლონლური უილიამსბურგი, ვირჯინია).

ის ხშრად იფინებოდა პენსილვანიის ხელოვნების აკადემიაში, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში, მას ჰქონდა სოლო გამოფენები: ალენთაუნის ხელოვნების მუზეუმში, ფილადელფიის ხელოვნების კავშირში, ოდებენის ხელოვანების და ფილადელფიის ხელოვანების უფლებათა განყოფილებაში.

 

ბიოგრაფია ეფუძნება რეტროსპექტულ კატალოგს: “გიორგი პაპაშვილი: მოქანდაკე” (გამოცემული - პენსილვანია: ფრიდმან გალერი 1979, ინგლისურ ენაზე), რომელსაც წინ უძღვის ჩარლზ მაჰლენბერგის შესავალი სტატია და ჰელენ პაპაშვილის განმარტებები.

 

 

 

გალერეა