ლევან მოსიაშვილი

mosiashvili.jpg

ფერწერა

 

 

 

ბიოგრაფია

ლევან მოსიაშვილი დაიბადა 1971 წელს თბილისში. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს აგარარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი, პარალელურად ეუფლებოდა თეატრის რეჟისორის პროფესიას. 1996 წელს მოიპოვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თბილისის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში. მუშაობს ფერწერის მიმართულებით. საქართველო 2008 წელს დატოვა და მას შემდეგ პარალელურად ცხოვრობს თბილისსა და სამხრეთ საფრანგეთში. იგი მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და გამოფენის მონაწილეა, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ლევან მოსიაშვილის ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებსა და გალერეებში: საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია, შვეიცარია, იტალია, ურუგვაი, ვენესუელა, იაპონია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, თურქეთი, ბელგია, ინგლისი, ბრაზილია, ჩილე, შვედეთი, ნორვეგია, ჩინეთი. მათ შორის უმეტესობაში ჰქონდა ჯგუფური და პერსონალური გამოფენები. მისი ნამუშევრები საქართველოს სახელმწიფოს სახელით გადაცემულია საჩუქრებად რამოდენიმე ქვეყნის პრეზიდენტებსა და სახელმწიფო მოხეელებზე. ლევან მოსიაშვილი ფრანგულ - ქართული კულტურული ასოციაცია ,,საქართველოს ცენტრის ‘’ თანადამაარსებელი და ადმინისტრატორი გახლავთ, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა საერთაშორისო კლუბის ხელმძღვანელია 2015 წლიდან. რეგულარულად მონაწილეობს საქველმოქმედო აუქციონებში და ჰონორარებს ახმარს სხადასხვა სოციალურ ფენას.

 

  

 

გალერეა