კოკა რამიშვილი 

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია 

კოკა რამიშვილი დაიბადა 1956 წელს თბილისში. ის ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში. სწავლობდა ინდუსტრიულ დიზაინს, არქიტექტურასა და კინოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

კოკა რამიშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ქართულ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში. მისი ნამუშევრები ეფუძნება პოეტურ-სტრუქტურულ პლატფორმასა და ინტერდისციპლინარულ პრაქტიკას.

1994 წელს, ის იყო თანადამაარსებელი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ვიზუალური ლაბორატორიის, ასევე ჟურნალ სიგნალის დამფუძნებელი 1997 წელს. 1998-2006 წლებში კოკა რამიშვილი იყო კურატორი კულტურის გაცვლითი პროგრამების  - BEAX ჟენევას, თბილისის ხელოვნების აკადემიასა და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრს (CCA) შორის. კოკა რამიშვილი 2000 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ჟენევაში.

1990 წლიდან კოკა რამიშვილმა მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან ჯგუფურ და სოლო გამოფენებში ბერლინსა და გლასგოში, „არნოლფინი“ - ბრისტოლში, „ჰოისლერ კონტემპორარი გალერეა“  - მიუნხენში. 1991 წლიდან 1994 წლამდე ის მუშაობდა ვოლფგანგ პლატცის სახელოსნოში მიუნხენში.

ვიდეო ინსტალაციისთვის „სიგნალი“ მან მიიღო ჯილდო ბაუჰაუზისგან, ასევე შტუდგარდის აკადემიიდან (the Akademie Schloss Solitude in Stuttgart)  1997 წელს . 2000 წელს, რაც გადავიდა საცხოვრებლად ჟენევაში, მას შემდეგ კოკა რამიშვილი ბევრ გამოფენაში იღებს მონაწილეობას ევროპის მასშტაბით, მათ შორის  ისეთ კულტურულად მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორიცაა Tate Modern ლონდონში, MAMCO ჟენევაში, გოეთეს ინსტიტუტი ბერლინში, Musée des Beaux-Arts ნანტში, Folkwang in Essen-ის მუზეუმი,  M KHA თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ანტვერპენში, კობრას მუზეუმი ამსტერდამში და Museum für Konkrete Kunst ინგოლშდატში.

კოკა რამიშვილმა წარმოადგინა საქართველო ვენეციის 53-ე ბიენალეზე 2009 წელს. მისი ნამუშევრები ასევე გამოფენილი იყო მიუნხენსა და ციურიხში ჰოისლერ კონტემპორარი გალერეაში, ნიუ-იორკში ვოლსფეის გალერეაში და ჟენევაში ედვარდ მიტერანდის გალერეასა და ლაურენს ბერნარდის გალერეაში.

„ჩემი ფოტოგრაფიისადმი ინტერესი აკავშირებს სხვადასხვა დისციპლინას (მხატვრობას, სკულპტურას და ვიდეოს) „ნატურმორტების“, „ განათების მექანიზმებისა“ და „ბნელი ენერგიის“ სერიებში შევქმენი სამგანზომილებიანი სკულპტურა, რომელიც მოძრაობს. ეს გადაწყვეტა ფოტო-გამოსახულებას ანიჭებს ფერწერისეულ ატმოსფეროს და მეორეს მხრივ, ნატურმორტის იდეას წინააღმდეგობრივად წარმოაჩენს. საბოლოოდ, მე მაქვს ორგანზომილებიანი ფოტოგრაფიული გამოსახულება უამრავი სხვადასხვა ინფორმაციული შრით.“ - კოკა რამიშვილი. ჟენევა, 2018.

  

 

 

გალერეა

 

შავი ზღვა - ოთხარხიანი აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია. 2009  ვენეციის 53-ე ბიენალე. FMAC-ის (თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალური ფონდი) საკუთრება, ჟენევა. ფოტო © გიო სუმბაძე

 

 

შავი ზღვა - - ოთხარხიანი აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია. 2009 ვენეციის 53-ე ბიენალე. FMAC-ის (თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალური ფონდი) საკუთრება, ჟენევა. ფოტო © გიო სუმბაძე

 

 

ყავა - ფერადი ვიდეო და აუდიო ინსტალაცია, 01’08 წუთი. M KHA-ს (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბელგია) საკუთრება