გუჯი ამაშუკელი

Goudji.png

ქანდაკება, ოქრომჭედლობა

 

 

 

ბიოგრაფია

მოქანდაკე და იუველერი, დაიბადა 1941 წელს ბორჯომში, საქართველო. ბავშვობა გაატარა ბათუმში. სამი წლის მანძილზე სწავლობდაათბილისის სამხატვრო აკადემიისაქანდაკების ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში საცხოვრებლადამოსკოვშიაგადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლის ასაკში საბჭოთა მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1969 წელს იქორწინა საფრანგეთის მოქალაქე კატრინ ბარსაკზე, ცნობილი თეატრალური რეჟისორის, ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე. მრავალწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 1974 წელს საფრანგეთის პრეზიდენტისაჟორჟ პომპიდუსა პირადი ჩარევის წყალობით, წყვილს პარიზში გამგზავრების უფლება მისცეს. 1974 წლიდან ცხოვრობს და მოღვწეობს საფრანგეთში.

თავდაპირველად, მონმარტზე გახსნილ პტარა სახელოსნოში, მცირე შეკვეთებზე მუშაობდა. ოქრომჭედლობა მისი მოწოდება იყო, მაგრამ საბჭოთა რეალობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. სწორედ მონმარტზე დაიწყო ძვირფას ლითონებზე მუშაობა მისეული ტექნიკითა და მის მიერვე გამოჭედილი ხელსაწყოებით. მისი ნამუშევრები არ მეორდება, მისი ყოველი ქმნილება ერთადერთია. 1976 წელს, საფრანგეთში ჩასვლის მეორე წელსვე, საფრანგეთის “უკვდავთა აკადემიის” ახალი წევრის, მწერალ ფელისიენ მარსოსათვის დამზადებული აკადემიური დაშნა გუჯი ამაშუკელის შემოქმედებითი დებიუტი აღმოჩნდა, ტრადიციულად, თითოეულ აკადემიკოსს ანიჭებენ მახვილს, რომელზეც გამოსახულია მთელი მისი შემოქმედება. გუჯისთვის ეს ნამუშევარი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მას საფრანგეთის „უკვდავთა აკადემიის“ წევრებისათვის თხუთმეტი დაშნა შეუკვეთეს.

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი სამკაულები და მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებში და კერძო კოლექციონერებთან ინახება. მოქანდაკე მუშაობს სასულიერო, საეკლესიო -სარიტუალო ხელოვნების დარგშიც. მან შექმნა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვისმოსანათლი ემბაზი. შარტრის ტაძრისთვის შექმნილი ლიტურგიისათვის აუცილებელი ჩვიდმეტი ნივთი სახელმწიფომ ეროვნულ საგანძურად აღიარა. გუჯი ამაშუკელი სისტემატურად ასრულებსვატიკანის შეკვეთებსაც. ასევე, ქმნის გამარჯვების გამომხატველ მედალიონებსა თუ სხვადასხვა ტიპის სიმბოლური ხასიათის ნაკეთობებს. 

"მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედელი" – ასე შეაფასა გუჯი ცნობილმა გალერისტმა, კლოდ ბერნარმა. ოქრომჭედელს არაერთი გამოფენა ჰქონია მის გალერეაში – პარიზში, სადაც სხვადასხვა დროს დავიდ ჰოკნის, ფრენსის ბეკონის, პაბლო პიკასოს, ანრი-კარტიე ბრესონისდა სხვათა ნამუშევრები იფინებოდა. მისი ნაკეთობების ადრესატთა შორის არიან იოანე პავლე მეორე, ბენედიქტ მეთექვსმეტე, საფრანგეთის აკადემიის წევრები, პრეზიდენტები და სხვ.

1993წელს გუჯი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო –ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი. 

 

 

 

გალერეა