იკო მინდაძე

mindadze_iko.jpg

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

იკო მინდაძე დაიბადა 1975 წელს, თბილისში, საქართველო. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მონუმენტური ქანდაკების მიმართულებით. 1996-98 წლებში მუშაობდა  ინტერიერის დიზაინის სახელოსნოში გუგა კოტეტიშვილსა და რატი ერაძესთან ერთად. 2000-2003 წლებში სწავლობდა ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. 2001 წლიდან მუშაობს ვენის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან არსებულ ფირმაში ავსტრიის ძეგლების ფასადურ რესტავრაციაზე.

იკო მინდაძე 2000 წელს გადავიდა სასწავლებლად და საცხოვრებლად ვენაში (ავსტრია). 2013 წელს განახორციელა პერფორმანსი „მამა ტაბუ“, ხოლო 2017 წელს - ვიდეო-ინსტალაცია: არტ-პროექტი ბავშვების ინდოქტრინიზაციის წინააღმდეგ. 2018 წელს მონაწილეობდა ვენის ბიენალზე Parallel Vienna.

  

 

 

გალერეა

 

არტ პროექტი ბავშვების ინდოქტრინაციის წინააღმდეგ. ვიდეო-ინსტალაცია. 2017

 

 

 

პერფორმანსი „მამა ტაბუ“, 2013