სოფო ჩხიკვაძე
ფერწერა
ბიოგრაფია
სოფო ჩხიკვაძე დაიბადა საქართველოში, თბილისში 1972 წელს. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში (ლონდონი). ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის დამთავრების შემდგომ, პროფესიული განათლება და მაგისტრის წოდება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური ხელწერით, გარკვეულწილად ნაივური სტილით, რომელიც პირდაპირ ემოციურ გავლენას ახდენს მნახველზე. სოფოს ტილოები უმეტესწილად პორტრეტულ ჟანრში გამოსახავს ირონიულ, კომიკურ დეფორმაციას და „რუბენსისეულ“ სახასიათო მანერას. სოფოს ნამუშევრები დაცულია მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მონტანელის მუზეუმში და კერძო კოლექციებში ევროპის მასშტაბით.