ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი
მულტიმედია, ფოტოგრაფია
ბიოგრაფია
ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი დაიბადა საქართველოში 1979 წელს ცნობილი ხელოვანის და სცენოგრაფის გოგი ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. ის საცხოვრებლად 14 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც 2003 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის ბარდი კოლეჯი ფოტოგრაფიის მიმართულებით. ამჟამად ხელოვანი ცხოვრობს და საქმიანობს გერმანიაში, ბერლინში.
ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის პერსონალური და ჯგუფური გამოფენები ეწყობა ისეთ მნიშვნელოვან გალერეებში, როგორიცაა Galerie Micky Schubert გემრნიაში, , FRAC Haute-Normandie საფრანგეთში, Kaufman Repetto იტალიაში. ხელოვანის პერსონალური გამოფენა ”Hallow Body” მოეწყო Andrea Rosen Gallery-ში ნიუ-იორკში.
ალექსი-მესხიშვილის შესახებ სახელოვნებო ჟურნალი Frieze აღნიშნავს, რომ ის მიეკუთვნება ფოტოგრაფების იმ თაობას, ვინც ფოტოს მედიუმის სამგანზომილებიან და სკულპტურულ-სივრცულ ხასიათს ისევე იყენებს, როგორც ფოტოსთვის სახასიათო ორგანზომილებიან ზედაპირს.
გალერეა
https://www.artsy.net/artist/ketuta-alexi-meskhishvili
https://frieze.com/article/portfolio-ketuta-alexi-meskhishvili