ქეთი კაპანაძე

Keti_Kapanadze.png

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

ქეთი კაპანაძე დაიბადა თბილისში 1962 წლის დეკემბერში, საბჭოთა რეჟიმის პერიოდში.

1983-90 თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პარალელურად იწყებს პირველ კონცეპტუალურ გრაფიკულ ნამუშევრებს ხოლო 1990 წელს ანხორციელებს თავის პირველ ფოტო სერიებს.

ამით ის ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ხელოვანია, რომელიც იწყებს კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში მუშაობას და ამასთან ერთად ქმნის პირველ ტექსტ-ობიექტებს ნიკელში.

მისი 80-იანი წლების მინიმალისტური ფერწერები “ნოკონფორმისტული ხელოვნება საბჭოთა კავშირში“ ნორტონ და ნენსი დოდჯის მუდმივი კოლექციის ნაწილი ხდება Jane Voorhees Zimmerli ხელოვნების მუზეუმში, რუთგერსი, ამერიკის შეერთებული შტატები. ქეთი ასევე ერთ-ერთი რედაქტორია პირველი ქართული კონცეტუალური ხელოვნების ჟურნალ "სიგნალისა“ რომელიც 1998 წელს გამოიცა კოკა რამიშვილსა და ნიკო ლომაშვილთან ერთად.

2000 წელს ჰელმუტ ბაუმანის ფონდის მოწვევით ქეთი გერმანიაში მიემგზავრება სამწლიანი სტიპენდიით. აქედან დაწყებული ის ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, ამჟამად ბონში.

2001 წელს იგი იყო მიწვეულა იოჰან გუტენბერგის უნივერსიტეტში, მაინცში, ფერწერა კლასის სტუმარ პროფესორად. 2003 წელს კერერის გამომცემლობა (Kehrer Verlag) აქვეყნებს მის პირველ პუბლიკაციას, ხოლო 2014 წელს კეტტლერ გამომცემლობამ (Kettler Verlag) გამოაქვეყნა მისი მონოგრაფია.

ქეთი კაპანაძის შეოქმედება იმთავითვე მრავალფეროვანია და დღეს როგორც ბევრი სხავა თანამედროვე მულტიმედიური მხატვარი, მუშაობს  სხვდასხვა მასალაში, როგორიცაა ფოტოგრაფია, ობიექტი, ინსტალაცია, ფერწერა, აქცია, პერფორმანსი, ვიდეო.

http://www.keti-kapanadze.com 

CV 

 

 

  

გალერეა