ნანა გაგოშიძე

nana_gagoshidze.jpg

ტექსტილი

 

 

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1962 წელს თბილისში, საქართველო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით. 2015 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ნიუ ჯერსის შტატში (აშშ). ნანა გაგოშიძე დასთან ნინო გაგოშიძესთან ერთად მუშაობს და მონაწილეობს გამოფენებში. 2002-2014 წლებში მონაწილეობდა თბილისის სხვადასხვა გამოფენებსა და ფესტივალებში. შემოქმედების პირველი ეტაპზე აღმოაჩინა აბრეშუმი, როგორც სახატავი მასალა. აბრეშუმზე მუშაობისას ეძებდა მეთოდს, რომლის მეშვეობით აბრეშუმის ფტილებით (აბრეშუმის ბამბა) და კოკონით შექმნილი სურათები უნდა გადაეჭიმა ჩარჩოზე და მიეცა მისთვის დასრულებული სახე. ექსპერიმენტების შედეგად დაამუშავა მეთოდი - მირინოსის ტილოზე აბრეშუმის ფთილებითა და კოკონებით ხატვა. შემოქმედებით პროცესში ძირითადად იყენებს ქართულ აბრეშუმს.
ნანა გაგოშიძე დასთან ერთად აბრეშუმით ხატვის ახალ 3D სურათებზე მუშაობს. ისინი ქმნიან აბრეშუმის ღამის მანათობლებს, განსხვავებული დიზაინის ტყავის ჩანთებს, ქამრებსა და ჩექმებს. 2015 წლიდან ამერიკაში დაიწყო დების შემოქმედების მეორე ეტაპი. 2015 წლის ბოლოს მათი ნამუშევრები გამოიფინა ნიუ ჯერსის ქ. ბელმარის ტორჩი გალერეაში ცნობილ ამერიკელ მხატვრებთან ერთად. ამ გამოფენას მოჰყვა 2016 წელს გამოფენები ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ემანუელ ფემინისა და არტიფაქტ გალერეაში. 2017 - არტ ექსპო, ნიუ იორკი; Gadite Galleries და სხვ.

 

 

 

გალერეა