სოსო დუმბაძე

3286.jpg

 

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

სოსო დუმბაძე  დაიბადა 1981 წელს საქართველოში. ამჟამად, ცხოვრობს კელნში, მუშაობს კელნსა და თბილისში. 1998-2002 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელე-კინო რეჟისურის სპეციალობაზე, 2004 წლიდან კელნის მედიების ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში (Academy of Media Arts Cologne, დიპლომი 2011). სწავლების პერიოდში იყო ფრიდრიხ-ებერტის-ფონდის სტიპენდიატი. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო შემდეგ საგამოფენო სივრცეებში და გამოფენებზე: The Art and Exhibition Hall of the Federal Republic of Germany (იგივე the Bundeskunsthalle), Art Cologne, New Talents – Biennale, Haus am Lützowplatz ბერლინი და სხვა. მისი ვიდეოინსტალაცია »პარალელები ერთ ომზე« (2012) შესყიდული იყო ქალაქ კელნის კოლექციისათვის ბარბარა ენგელბახის კურატორობით Ludwig Museum-დან. სოსოს ვიდეოინსტალაციაზე »ყვითელი ავტობუსი« (2017) დაიწერა ჟურნალში Frieze და გაზეთში Frankfurter Allgemeine Zeitung. სოსო დუმბაძის შემოქმედება რამდენიმე არხიან ვიდეოებს აერთიანებს, ე.წ. „Found Footage”-ის მონტაჟის ტექნიკით შექმნილი მედია ნამუშევრები მძაფრად სოციალურ, პოლიტიკურ თემატიკას მოიცავს. დოკუმენტალისტური სიზუსტის სხვადასხვა პლასტის აქცენტირებითა და ავტორისეული შეკავშირების გზით, ინტერპრეტაციის რამდენიმე განზომილება იქმნება.

 

  

 

გალერეა