კახა ნიჟარაძე
ფერწერა
ბიოგრაფია
კახა ნიჟარაძე დაიბადა 1970 წელს ბათუმში (საქართველო). 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა. 1999 წელს გადავიდა საფრანგეთში, სადაც სწავლა გააგრძელა ქალაქ მეცის უნივერსიტეტში არტ პლასტიკის ფაკულტეტზე. 2011 წელს სახელონებო გაერთიანება სმარტის წევრია (ბრიუსელი, ბელგია).
ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში (შვეიცარია).
კახა ნიჟარაძის ნამუშევრები გამოფენილია საფრანგეთსა და მთელი ევროპის მასშტაბით გამართულ მრავალ ექსპოზიციასა და არტ-ბაზრობებზე. მათ შორისაა: 2002 - carrefour des Arts,Metz, საფრანგეთი; 2004 - გალერეა I’A.B.C საფრანგეთი; 2005-2007 წლები - Le salon artiste l’indépendant პარიზი, საფრანგეთი; 2007 - გალერეა plurali; 2016 - გალერეა Utopia, ბელგია; 2018 - გალერეა Plexus, შვეცარია; 2019 - Affordable Art, ბრიუსელი და სხვ.