ბოცო კორიშელი 

ქანდაკება, მუსიკა

 

 

 

ბიოგრაფია

ბოცო კორიშელი (ვახტანგ ჩიქვინიძე) დაიბადა 1921 თბილისში (საქართველო). 1936 წელს ბოცო 14 წლის იყო, როდესაც მამამისი რუსთაველის თეატრის მსახიობი პლატონ კორშელი (ჩიქვინიძეები სოფელ დიმიდან იყვნენ, სადაც მდებრეობს კორიშის მთა, ამიტომ პლატონმა თავის ფსევდონიმად კორიშელი აიღო) ქვეყნის მტრად იქნა გამოცხადებული და რეპრესიებს ემსხვერპლა. ბოცო მეორე მხოფლიო ომში პოლონეთის საზღვარზე სანგრებს თხრიდა, როცა ის გერმნელებმა ტყვედ ჩაიგდეს. ბოცოს გერმანულის ცოდნამ უშველა, მას ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ შტაბში და ბანაკებში მუშაობდა თარჯმნად. ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა.

ბოცო სწავლობდა ლოს ანჯელესის კონსერვატორიაში (ამჟამად კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი). ლოს-ანჯელესიდან სანტა ბარბარას უნივერსიტეტში გადავიდა, რომლის დამთავრების შემდეგ 1957 წლიდნ მორო–ბეიში (კალიფორნია) ცხოვრობდა და მუშაობდა. მორო ბეიში იგი რეგიონის ყველაზე გავლენიანი პედაგოგი გახდა და 1960 წელს იქ სიმფონიური ორკესტრი დააარსა, რომლის დირიჟორი თავად იყო. ბოცო კორიშელის მიერვეა დაფუძნებული 1965 წელს ქალაქ სენ ლუის ობისპოს ახალგაზრდული ორკესტრი. ასევე, იგი ლექციებს კითხულობდა ფრაიბურგში, სადაც მიწვეული პროფესორის რანგში ასწავლიდა მუსიკისმცოდნეობას. ბოცომ მრავალი ცნობილი დირიჟორი და შემსრულებელი მუსიკოსი გაზარდა.

ამასთან ერთად, ბოცო კორიშელმა ცხოვრება ქვაზე მუშაობას მიუძღვნა. ქანდაკებით გიორგი და ელენე პაპაშვილებთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სწორედ გიორგი პაპაშვილმა ასწავლა ქვის თლა და სამუდამოდ შეაყვარა ეს საქმე. განსაკუთრებით გრანიტზე მუშაობა უყვარდა. მორო–ბეიში მის მიერ შესრულებული რამდენიმე ქანდაკება, მათ შორის, „პელიკანების ოჯახი“ და „გიგანტური ჭადრაკი“ დგას.

მუსიკოსი და მოქანდაკე ბოცო კორიშელი 2015 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

https://www.radiotavisupleba.ge/a/botso-korishvili-legendaruli.../27163469.html 

 

 

 

გალერეა