ნანა ჩიჩუა

Nana exchangingPastforPresent profile

 

მულტიმედია

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

 

 

 

ბიოგრაფია

ნანა (ნანუკა) ჩიჩუა დაიბადა 1978 წელს საქართველოში, ქალაქ თბილისში. იგი 1992 წელს თავის ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც განაგრძო სწავლა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში. ნანამ ჯერ მიიღო ბაკალავრის დიპლომი ხელოვნების დარგში (2002) და შემდგომ "მასტერსი" (მაგისტრი) ექსპერიმენტალურ ანიმაციაში (2003).
2003 წელს ნანა ცოლად გაჰყვა თავის ამერიკელ კურსელს და მეგობარ ხელოვანს ვეიდ აივის. მათ ერთად (კოლაბორაციაში) შექმნეს ექსპერიმენტალური კინოსა და ხელოვნების ბევრი ნიმუში.
2003 წლიდან ნანა მუშაობს ჯურასიკ ტექნოლოგიების მუზეუმში (ლოს ანჯელესი). 2010 წლიდან კი მონაწილეობს არტ ვილა გარიყულას ამერიკული პავილიონის არტ პროექტებში.
ნანას ჩიჩუას მიღებული აქვს მონაწილეობა ბევრ საერთაშორისო გამოფენაში, ბოლო დროს ხშირად მონაწილეობს ქართულ პროექტებშიც.
ნანას ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, ფერწერას, ასევე ანიმაციას და ინსტალაციას.
მისი ადრინდელი წარმატებული პროექტებიდან გამოირჩევა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "Impressions from Rustaveli" (2002), რომელიც ნაჩვენები იქნა გუგენჰაიმის გალერეაში (ლოს ანჯელესი) და მომაში (ნიუ იორკი).
ნანას დღევანდელი ხელოვნება სამყაროსთან სულიერ ურთიერთობაში გამოიხატება, სადაც აქცენტი ადამიანის ენერგიაზე და მის ფსიქოლოგიაზე კეთდება; ერთგვარი გამოძიება ფიგურალურ და აბსტრაქტულ ხედვას შორის, სადაც მოჩანს დრო, ენერგია, მოგონება და ფორმა.
მისი მთავარი თემა გახლავთ ტრანსფორმაცია, ალქიმიური გარდასახვის პროცესი ერთი ფორმიდან მეორეში, ბალანსი ქაოსსა და წყობას შორის.
ნანა ჩიჩუას ხელოვნებაში ასევე დიდი ადგილი უკავია იმ გეოგრაფიულ ადგილებს, სადაც ის იზრდებოდა და ცხოვრობდა, მეტწილად საქართველოსა და კალიფორნიის ლანდშაფტებს და ხედებს.
ნანას ხელოვნების შექმნის პროცესი მედიტაციური და ინტუიციურია, სადაც მოძრაობა იქმნება სუბსტრაქტული ჟესტიკულაციებით, რომელიც დროსა და სივრცის ფონზე მიედინება. 

http://www.nanuka.com 

  

 

 

გალერეა