გოჩა ჭკადუა

gocha_chkadua.jpg

მულტიმედია

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

 

 

 

ბიოგრაფია

გოჩა ჭკადუა დაიბადა თბილისში 1964 წელს. 1995 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბრუკლინში, ნიუ იორკში. 1988-1993 სწავლობდა ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით, თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1998 წელს მუშაობდა მინესოტას სამეცნიერო მუზეუმში მინეაპოლისში, ინსტალაციების გამართვის დამხმარედ. მის პროვოკაციულ ქმნილებათა შორის გამორჩეულია 1999 წელს შექმნილი მაგნიტური მოსაწევი მუნდშტუკი, შექმნილი ძლიერი მაგნიტებისგან, საკიდის სახით. „მაგნიტური მუნდშტუკი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ჟურნალში მოხვდა (საერთაშორისო დიზაინის ჟურნალის ჩათვლით - 2000 წელს) – აშშ, ლონდონი, გერმანია, იაპონია და სხვა.  2001 წელს გოჩამ დაარსა საკუთარი კომპანია „გოჩა ჭკადუა დიზაინი“. თითქმის 10 წლის მანძილზე ქმნიდა მცირე ნივთებს, სხვადასხვაგვარ პროტიტიპებს, საყოფაცხოვრებო ნივთების დიზაინს ძლიერი მაგნიტების გამოყენებით. 2010 წლიდან მუშაობს სკულპტურებზე და სახელოვნებო ინსტალაციებზე დასთან – ეთერ ჭკადუასთან ერთად, ეკოლოგიური თემების ჭრილში. 2011წელი- ინსტალაცია: „ჩემი ეზო“ წარმოდგენილი იყო ქარვასლის არტისტერიუმზე, თბილისი. 2012 - ფერები შეურაცხყოფენ ბუნებას, გალერეა 151, ნიუ იორკი. 2013 - არაჩვეულებრივი გამოფენა, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, საქართველო. 2016 - საქართველოს საელჩო, ნიუ იორკი. 2015 წელი  APERTO 18, ვენეცია, იტალია; 2017 წელი, Alien Bloom, ლონგჰაუსის ნაკრძალი, ისთ ჰემფტონი, ნიუ იორკი; 2018 წელი,  ბუნებრივი პროკლუვიტები, ფიტერმანის არტ ცენტრი, ნიუ იორკი.

 

 

 

გალერეა