გიორგი ტყაბლაძე
ქანდაკება
ბიოგრაფია
გიორგი ტყაბლაძე დაიბადა 1971 წელს ქუთაისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების სპეციალობით და ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი ქანდაკებისა და სახელოვნებო განათლების მიმართულებით (თბილისი, საქართველო).
გ. ტყაბლაძე ქმნის აბსტრაქტული ქვის, ხისა და შერეული ტექნიკის ქანდაკებებს კონკრეტულ თემებსა და იდეებზე და ფოკუსირებულია თანამედროვე საზოგადოების პრობლემებისა და სტერეოტიპების წარმოჩენაზე. მოქანდაკე 2001 წელს საცხოვრებლად და პროფესიული განვითარების მიზნით გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც განაპირობა მისმა ზედიზედ ორმა არტ-რეზიდენციამ სტუდიო მიდვესტსა და ანდერსონის ცენტრში. 1993 წლიდან მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის: ხელოვნების მე-3 საერთაშორისო ბიენალე (ბარსელონა, ესპანეთი 2019), Artisti 19 (მილანი, იტალია 2019), ვენეციის საერთაშორისო ბიენალე (ვენეცია, იტალია 2018); თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა EGOS XIII Oud Sint-Jan-ის მუზეუმი, (ბრიუგე, ბელგია, 2017); კანის თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (კანი, საფრანგეთი 2017); იანეტი&ვალტერ სონდჰეიმის სახელობის ხელოვნების მე-11 ყოველწლიური პრიზი, ნახევარფინალისტების გამოფენა (MICA-Baltimore, MD, USA 2016); წმინდა პავლეს ბაზილიკა (ვატიკანი / რომი, იტალია, 2015); "Grazie Italia" 56, ვენეციის ბინალე (ვენეცია, იტალია, 2015); კარუსელ დე ლუვი (პარიზი, საფრანგეთი, 2015); ტრიენალე დი რომა (რომი იტალია, 2014); საქართველოს ეროვნული გალერეა (თბილისი, საქართველო, 2013); კულტურის ფონდი (ქარონი, CA, აშშ) 2011; საერთაშორისო ხელოვნება&მხატვრები (ვაშინგტონი, აშშ, 2010); სამიზნე გალერეა (ალექსანდრია, VA, აშშ 2009); აგორა გალერეა (ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ) 2003. მთელი თავისი კარიერის მანძილზე გიორგი ტყაბლაძემ მრავალი ჯილდო მიიღო მსოფლიო მასშტაბით. ჯილდოებს შორისაა: ველასკესის საერთაშორისო პრემია (ესპანეთი, 2019), მილანის ხელოვნების საერთაშორისო ჯილდო (იტალია 2017), მიქელანჯელოს სახელობის საერთაშორისო პრიზი (იტალია, 2015), რაფაელო სანზიოს სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ჯილდო (იტალია 2014), ვირჯინიის საუკეთესო მხატვრის პრიქი ქანდაკების კატეგორიაში (აშშ, 2005), წლის საუკეთესო ნამუშევარი ქანდაკების კატეგორიაში (საქართველო, 1997), ასევე მიღებულ აქვს მსოფლიო კულტურის ელჩის წოდება (2014). ამჟამად გ. ტყაბლაძეს ეკუთვნის და მუშაობს საკუთარ სტუდიაში (ვირჯინიის შტატი, აშშ) და ასწავლის სმითსონის ასოცირებული სტუდიის ხელოვნების პროგრამაზე (ვაშინგტონი, აშშ) და ხელოვნების ლიგის სკოლაში (ალექსანდრია, აშშ, აშშ).