ნანა ბაღდავაძე

Bagdavadze_Nana.jpg

ფერწერა

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

 

 

 

ბიოგრაფია

ნანა ბაღდავაძემ დაამთავრა ბაკალავრიატის კურსი ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში და ფერწერისა და პედაგოგიკის მაგისტრატურის კურსი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მან გაიარა კურსები სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმში და 7 წლის განმავლობაში მუშაობდა მუსიკალური სკოლის საფორტეპიანო განყოფილებაში.

ნანა 25 წელზე მეტია მონაწილეობს აშშ-სა და ევროპაშის ქვეყნების საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია მთელი მსოფლიოს მუდმივ და კერძო კოლექციებში, რომელთა შორისაა NASA Goddard Flight Centre, კანზასის უნივერსიტეტი; შვედეთის სიმსივნის ინსტიტუტი, ფრედ ჰუჩიზონის კვლევითი ცენტრი, სიეტლი, აშშ; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო; სამართალდამცავი ოფიცრების მუნიციპალური ინსტიტუტი, ვაშინგტონი, აშშ; სალემის სამთავრობო ცენტრი, და კერძო კოლექციები აშშ-სა და ევროპაში.

ნანა ბაღდავაძე იყო ფერწერის პროფესორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოში და ასოცირებული პროფესორი სიეტლის სამშვიდობო უნივერსიტეტში. იგი ასწავლიდა ფერწერას სიეტლისა და კირკლანდის ხელოვნების ცენტრებში, ბელევუს ხელოვნების მუზეუმში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ექსპერიმენტულ კოლეჯში, აგრეთვე აწყობდა ვორქშოფებს საფრანგეთში.

ამჟამად ნანა ასწავლის ფრიერის ხელოვნების მუზეუმის საზაფხულო სამხატვრო სახელოსნოებში სიეტლში და მუშაობს მიმდინარე პროექტებსა და პორტრეტებზე.

ნ. ბაღდავაძემ 1994 წელს მუდმივი რეზიდენტის სტატუსი მიიღო "გამოჩენილი არტისტის" კატეგორიით და 1999 წელს აშშ-ს მოქალაქე გახდა. მხატვარი მუშაობს და ცხოვრობს ვაშინგტონში.
http://www.nanabagdavadze.com

მხატვრის რეზიუმე

 

 

 

გალერეა