ტილდა ჯორჯი
ფოტო-არტი
ბიოგრაფია
ტილდა ჯორჯი 1964 წელს დაიბადა ბათუმში (საქართველო). სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამეცნიერო აკადემიის ბიზნესის სკოლაში მენეჯმენტის მიმართულებით გააგრძელა. 1991–1994 წლებში იყო საბავშვო სატელევიზიო გადაცემის რეჟისორი, 2002 წელს კი რეჟისორ ანია იაკობსის ფილმზე „მგლების კანიონი“ პროდუსერის ასისტენტად იმუშავა.
1995 წლიდან ტილდა ჯორჯი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. 1999 წელს დაამთავრა მულტიმედია–დიზაინის ინსტიტუტი გრაფიკული დიზაინისა და პროგრამირების სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მას მუშაობა მოუწია გამოფენაზე: „პრომეთე, ადამიანები, სურათები, ხედვები“, რომელიც გერმანიის ისტორიული მუზეუმისა (ქალაქი ბერლინი) და ფოლკლინგელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ერთობლივ პროექტს წარმოადგენდა.
2005 წლიდან ფოტოგრაფია იქცა ტილდა ჯორჯის შემოქმედების მთავარ სფეროდ. მისი, როგორც ფოტოგრაფის ყველაზე საგულისხმო თემატიკას წარმოადგენს ზღვა, ასევე ქუჩის ცხოვრების ამსახველი სცენები და პორტრეტები. თავის ფოტოსურათებში იგი ხშირად იყენებს ზედაპირის დამუშავების უჩვეულო, თითქმის შეუთავსებელ მხატვრულ ხერხებსა და მეთოდებს. ბოლო ხანს ტილდა ჯორჯი იყენებს Glitch-ის ეფექტს, რომელიც აფართოვებს ფოტოს ჟანრულ საზღვრებს.
1998 წლიდან ტილდა ჯორჯი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და პროექტებში.
2015 – 2017 ტილდა ჯორჯმა გაიარა ხელოვნების მაგისტრის პროგრამა დონაუს უნივერსიტეტში, ავსტრია, გამოსახულების მეცნიერების ფაკულტეტზე.
ტილდა ჯორჯი ცხოვრობს და მოღვაწეობს კორნვესტჰაიმსსა და ბერლინში (გერმანია).
გალერეა