დეივიდ დათუნა

davit_datuna.jpg

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

დეივიდ დათუნა დაიბადა 1974 წელს თბილისში, საქართველოში, ის სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ნიუ იორკში სწავლობდა ინჟინერიის ოფთოლმოლოგიის მიმართულებებს, ასევე გაიარა ორწლიანი სახელოვნებო კლასი (თავისუფალი დასწრება). საქართველო პირველად 1991 წელს დატოვა, 1999 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. დეივიდ დათუნას ნამუშევრები გამოფენილი იყო ევროპაში, რუსეთში, ჩინეთსა და აშშ-ში. მუშაობს თანამედროვე ხელოვნების თავისივე შექმნილი მიმართულბით (Viewpoint of Millions), შერეული ტექნიკით შესრულებული ეს კომპოზიციები აერთიანებს მინუს და პლიუს ოპტიკურ ლინზებს, რომლებიც ფენებად ლაგდება დიდი ზომის ფორმატზე, ლინზების ქვეშ კი კოლაჟია, რაც ამონაბეჭდი იმიჯებით, ფოტოგრაფიით, გაზეთის მონაჭრებით, ფერწერის შეერთებით იქმნება. დეივიდ დათუნ თავის შემოქმედებაში აერთინებს ხელნაკეთსა და ტექნოლოგიურს, ისტორიულსა და თანამედროვეს, პიროვნულსა და უნივერსალურს. თავისი კომპოზიციებით ის მრავალი მხრიდან წარმოადგენს სოციალურ, პოლიტიკურ და კუტურულ პრობლემებს.

მისი ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოფენებია: 2013 წელი - სილამაზე და ძალა, შჩუკინის გალერეა, პარიზი, საფრანგეთი; 2014 წელი - ელემენტები - BIRNAM WOOD გალერეა, ნიუ იორკი; 2017 წელი - Gilles Clement Gallery, გრინვიჩი; 2019 წელი - მილიონების ხედვა, Gilles Clement Gallery, გრინვიჩი.

https://www.contessagallery.com/artist/David_Datuna/biography/ 

https://www.artsy.net/artist/david-datuna 

https://datuna.com 

 

 

 

გალერეა