თოლია ასტალი

Astali_Tolia.jpg

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

თოლია ასტალი (ასტახაშვილი) დაიბადა 1974 წელს საქართველოში. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, ბერლინში. თოლიამ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლა, 1996 წელს დიპლომი მოამზადა გერმანიაში, მაინცში, შემდეგ ერთი წელი დაყო ლონდონში, სადაც ჩელსის ხელოვნების კოლეჯში ხელოვნების მაგისტრი გახდა. ლონდონში გაიცნეს თოლიამ და დილან პირსმა ერთმანეთი. მოგვიანებით თოლია ასწავლიდა სახვითი ხელოვნების აკადემიაში, მაინცში და წყვილი გერმანიაში დარჩა. მას შემდეგ ერთობლივად მოღვაწეობენ, როგორც თოლია ასტალისა და დილან პირსის ხელოვანთა შემოქმედებითი წყვილი. მათი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია არაერთ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. თოლია დილან პირსთან ერთად ძირითადად ინსტალაციებსა და ასამბლაჟებზე მუშაობს. ინდუსტრიული მასალების სერიული ესთეტიკა, ფოტოს ტრანსფორმაციის ქიმიური პროცესი, ხშირ შემთხვევაში ანონიმური ფოტოგრაფია დილან პირსისა და თოლია ასტალის შემოქმედებაში სინთეტურ, ხელოვნურ რეალობას გამოხატავს, სადაც საგნებს, ობიექტებს ეცვლებათ თავდაპირველი ორიგინალური მნიშვნელობა და ახალი კონოტაცია ენიჭებათ.

 

 

 

 

გალერეა