სალომე რიგვავა
ფერწერა
ბიოგრაფია
სალომე რიგვავა დაიბადა 1988 წელს. მხატვარი აქტიურად მოღვაწეობს საქართველოსა და უცხოეთში. დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის მიმართულებით, DAAD-ის გაცვლითი პროგრამით 2012 წელს სწავლა განაგრძო გერმანიაში, შტუდგარდის ხელოვნებისა და დიზაინის სახელმწიფო აკადემიაში (პროფესორი ჰოლგერ ბანკი). 2016 წელს სალომე სახელოვნებო რეზიდენციაში „არტ მორა სტუდიოს“ პროგრამით იმყოფებოდა ნიუ ჯერსიში. სალომე რიგვავა ძირითადად ჰიპერ-რელიალისტურ ფართომასშტაბიან ნამუშევრებზე მუშაობს, სადაც ირონია, ტკივილი, პერსონალური და სოციალური პრობლემატიკა ერთმანეთთან იკვეთება. სალომეს ნამუშევრები ინახება სხვადასხვა კერძო კოლექციაში გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და საქართველოში.