პაპუნა დაბრუნდაშვილი

ქანდაკება

 

 

 

ბიოგრაფია

პაპუნა დაბრუნდაშვილი დაიბადა 1986 წელს საქართველოში. 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაკალვრიატი, ხოლო 2008-2010 წლებში - მაგისტრატურა ქანდაკების მიმართულებით.

2004 წლიდან პაპუნა დაბრუნდაშვილი საქართველოსა და საზღვარგარეთ მუშაობს როგორც მოქანდაკე რამდენიმე საკათედრო ტაძარში და როგორც ქანდაკების მასწავლებელი - რამდენიმე სახელოვნებო სკოლაში.

1998 წლიდან არტისტი მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში, რომელთა შორისაა: 1998- 2002 "Art international Center", თბილისი, საქართველო; 2004 – სტუდენტთა ჯგუფური გამოფენა და 2006 წელს მოქანდაკეთა კონკურსის გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 2007 - "ტიხრული მინანქარი ოქროს საწმისის სამშობლოდან“, ევროპის საბჭო, საფრანგეთი; 2016 - "Phenix Galerry", "Emmanuel Fremin Gallery", "2nd street cathedral", "Artifact Gallery", ნიუ-იორკი, აშშ; 2018 - "Susan Eley Fine Art", ნიუ-იორკი, აშშ; 2019-ნიუ ჯერსის მუზეუმი "Mora“ და სხვ.

პაპუნა დაბრუნდაშვილი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში (აშშ).

 

 

 

გალერეა