გი მელიავა

ვიტრაჟი

 

 

 

ბიოგრაფია

გი მელიავა დაიბადა1938 წელს, კრავანში (საფრანგეთი). დაამთავრა პარიზის პროფესიული ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სასწავლებლის ვიტრაჟის სექცია  (l'Ecole supérieure des Métiers d'Art). 

გი მელიავას შესრულებული აქვს ორმოცამდე ორიგინალური ნამუშევარი მსოფლიო სსხვდასხვა ქვეყანაში, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მხატვრებთან თანამშრომლობით.  მან აღადგინა ათამდე  ისტორიული ძეგლის ვიტრაჟი, ასევემუ შაობდა ვიტრაჟულ დეკორაციებზე  საოპერო  სპექტაკლებში.

გიმელიავა მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, რომელთა შორისაა: ვიტრაჟის მუზეუმი, რომონი, შვეიცარია (1989), ვიტრაჟის საერთაშორისო ცენტრი,  შარტრი, საფრანგეთი (1987), ვიტრაჟი და განათება, დეფანსი, საფრანგეთი (1986), ფრანგული პროფესიული ხელოვნების ცენტრი, ქუვეითი (1977), ფრანგული პროფესიული ხელოვნების ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი (1977) და სხვ. 

მხატვარი, ვიტრაჟისტი და მოზაიკოსი გი მელიავა მუშაობდა როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ქვეყნების ტაძრებსა და სხვა ნაგებობებზე (სულიწმინდის ტაძარი, ბონუა, სპილოს ძვლის სანაპირო, 1998; ჟაკვილის სამლოცველო, სპილოს ძვლის სანაპირო, 1995; საქართველოს საელჩო, პარიზი, საფრანგეთი, 1995; ფრანკოფონიის ცენტრი, კოტონუ, ბენინის რესპუბლიკა, 1994; წმინდა ლუის ჰოსპიტალი, პარიზი, საფრანგეთი (მხატვარგი - რაშელ გრატალუპთან თანამშრომლობით) 1984; სასტუმრო კონკორდი, ქაირო, ეგვიპტე, 1980; თავდაცვის სამინისტრო - კარაკასი, ვენესუელა, 1979; სიძველეთა ეროვნული მუზეუმი, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი, 1969 და სხვ.)

გი მელიავა გარდაიცვალა 2006 წელს, დაკრძალულია საქართველოში, ბათუმში.

 

 

 

გალერეა