თამუნა სირბილაძე

jpg.jpg

ფერწერა

 

 

 

ბიოგრაფია

1971, თბილისი – 2016, ვენა

თამუნა სირბილაძე დაიბადა თბილისში (საქართველო) 1971 წელს. 1989-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1997 წელს ვენაში გადასვლის შემდეგ 2003 წლამდე სწავლობდა სახვითი ხელოვნების აკადემიაში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ფრანც გრაფი. 2003 წელს მან სწავლვა გააგრძელა ლონდონის სახვითი ხელოვნების სლეიდის სკოლაში. იმ დროს თამუნა შეხვდა მხატვარ ფრანც ვესტს, ხოლო 2002 წელს ისინი შეუღლდნენ. წყვილი ერთად მუშაობდა მრავალ სამხატვრო პროექტსა და ნამუშევარზე ფრანც ვესტის გარდაცვალებამდე (2012). 

თამუნა სირბილაძემ აქტიურად დაიწყო ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა ვენაში გადასვლის შემდეგ. მისი შემოქმედება მოიცავს ინსტალაციურ ნამუშევრებს, ვიდეოებს, ადგილ-სპეციფიურ პროექტებსა და ნახატებს, რომლებიც გამოიფინა ევროპის მრავალ გალერეასა და მუზეუმში - 2001- Plakatentwürfe გიზელა ქეფითენთან ერთად, კიოლნი, გერმანია (თანამშრომლობითი პროექტი ფრანც ვესტთან ერთად); 2007 - ColletPark Gallery, პარიზი, საფრანგეთი; 2008 - ფერწერა და ელემენტები ჯონათან ვინერთან ერთად, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2010 - Laszive Lockungen, ბერლინი, გერმანია. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში თამუნა სირბილაძემ მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენებში ვენის სეცესიონსა და მაიამიში,  ამავე დროს, რამდენიმე წერილიც დაიწერა მის ორ სოლო გამოფენაზე ნიუ – იორკში (Take it easy, Bill Powers’ Half Gallery  და „საკმარისად საკმარისი“ არასოდეს არის საკმარისი, ჯეიმს ფუენტესის გალერეა). 

CV

 

 

 

გალერეა