გიორგი შენგელი
მულტიმედია
ბიოგრაფია
გიორგი შენგელია დაიბადა 1977 წელს სოხუმში, საქართველო. სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2003 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს სოფელ ბერგენში, ჩრდილოეთ ჰოლანდია. ძირითადად მუშაობს შერეული მედიის გამოყენებით და ქმნის ფერწერულ ნამუშევრებს. ამასთანავე მუშაობს ინსტალაციისა და სკულპტურის მიმართულებით და ქმნის ფოტონამუშევრებსაც. გიორგის ნამუშევრებში გამოსახული საგნები ყოვლისმომცველია: ბუნება, ქალაქური ცხოვრება, ლანდშაფტი, ყოველდღიურობა, სახლი, სიყვარული, საკვები, ხალხი. როგორც ვიზუალური არტისტი, ის გატაცებულია ნამდვილისა და ხელოვნურის, ხილვადი და არახილვადი, წარსულისა და მომავლის ცნებებს შორის არსებული შეპირისპირებით. გიორგი შენგელიას ნამუშევრები ვარირებს აბსტრაქტულიდან ფიგურატიულამდე, უხეში, პასტოზური ტექნიკიდან, აბსოლუტურ დეტალიზებამდე, სხვადასხვა მასლაში (ტილო, ქაღალდი ან ხე) და სხვადასხვა ზომაში. სკულპტურები ძირითადად შესრულებულია ლითონისა და ჯართისგან. გამოფენები: 2015 წელი, Touchdown! Kranenburgh მუზეუმი, ბერგენი, ჰოლანდია; 2016 წელი,"Northern Geometry", ნამუშევრების სერია, Northern hemisphere; 2016 წელი Berliner Liste, ბერლინის ხელოვნების ბაზრობა.