ეთერი ჭკადუა

eteri_chkadua.jpg

ფერწერა

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

 

 

 

ბიოგრაფია

ეთერ ჭკადუა დაიბადა 1965 წელს თბილისში.  1981-1986  წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე. 1987-1988  წლებში მონუმენტური ხელოვნების ფაკულტეტზე, ასპირანტურაში. საქართველო დატოვა 1988 წელს. ამჟამად ცხოვრობს  და მუშაობს  ნიუ იორკში ( აშშ), კინგსტონში (იამაიკა) და თბილისში (საქართველო). თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაქორწინდა ამერიკელ ენათმეცნიერზე კევინ ტუიტზე და 1988 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეთერი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელმაც დატოვა ქვეყანა და გამოსცადა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, რაც საბჭოთა კავშირის მოქალაქეების უმეტესობისთვის 80 - იან წლებში წარმოუდგენელი იყო.  მისი ნამუშევრები  გეოპოლიტიკური ხედვით ასახავს მის კულტურას, ტრადიციებს, სისუსტეებს და პრობლემებს. 30 წლის განმავლობაში  ეთერის ნამუშევრები სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა. მისი ნამუშევრები ეხება სხვადასხვა საკითხებს: რასას, სქესს, ფემინიზმს, ეკოლოგიას, ტაბუირებულ ტრადიციებს, გეების უფლებებს, რელიგიას. თავისი “მაგიურ რეალისტური“ ნახატებით 2007 წლის ვენეციის ბიენალეზე წარადგინა მშობლიური ქვეყანა. მისი ნამუშევრები პერსონალურად გამოფენილი იყო  Luna Kulturhus Consthalen, Sodertalje, Sweden; თოჯინების მუზეუმში და ლიტერატურის მუზეუმში საქართველოში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფებზე:  " Nude" ალდრიხის მუზეუმი, კონექტიკური;  Gender Check, მუმოკ, ვენა და ვარშავის ეროვნული მუზეუმი, პოლონეთი; "Neighbors " სტამბოლის მოდერნი, თურქეთი. 2010 წელს  ძმასთან  დიზაინერ გოჩა ჭკადუასთან თანამშრომლობით განახორციელა  LuvBomb- საიუვილერო დიზაინი/ dart/ ინტერიერის დეკორაცია. 2011 წელს, მშობლიურ ქალაქში, თბილისში ვიზიტისას  ძმასთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი Alien Bloom- sculptural flora - ერთჯერადი პლასტიკური ბოთლებისგან ხელით შექმნილი ნამუშევრები. პროექტი შეიქმნა  ეკოლოგიის, მდგრადი განვითარების და პლასტიკატის გადამუშავების საკითხების გასააქტიურებლად და საუბრის დასაწყებად.

 

 

 

გალერეა