უტა ბექაია

bekaia.jpg

მულტიმედია

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

 

 

 

ბიოგრაფია

უტა ბექაია ქართველი მულტიმედია არტისტი (დაბადებული 1974 წელს) ამჟამად ერთდროულად მოღვაწეობს ნიუ იორკში და თბილისში. სწავლობდა ინდუსტრიულ დიზაინს თბილისის მცირე აკადემიაში. მისი როგორც არტისტის დებიუტი შედგა სკულპტურული პერფორმანსით AMA -ში, (Avant-Guard Fashion Assembly). უტა ქმნის პერფორმანსებს და ინსტალაციებს, ცოცხალ სკულპტურებს, რომლითაც გამოხატავს თავის ისტორიულ-კულტურულ წარსულს, გენეტიკურ კოდებს და სამყაროს წრებრუნვას. ამჟამად როგორც რეზიდენტი არტისტი იმყოფება ART OMI-ში,ნიუ იორკი და თანამშრომლობს გალერეა ერთი-სთან, თბილისი.

ლევან მინდიაშვილთან ერთად თანამშრომლობდა რამდენიმე პროექტში, მათ შორის: „ღამის ინტერვენცია“, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი (საქართველო) და “ დაუგეგმავი არქეოლოგია“ The Lodge Gallery-ში, ნიუ იორკი. მონაწილოებდა გამოფენებში: კიევის მეორე ბიენალე, არტისტერიუმი 2015, პოპიაშვილი, ღვაბერიძე Window Project, The Vasquez Building,ბრუკლინი. მისი პერფორმანსები ამჟამად განთავსებულია: “41o” არტ ვილა გარიყულა; თბილისობა; Vestiphobia”, Ideal Glass, ნიუ იორკი; “FuaSia Tata Sia”, მოძრაობის თეატრი, “ბერიკაობა“ თბილისი; თბილისის აღლუმი. ამჟამად უტა ბექაია თანამშრომლობს ერთი გალარეასთან, თბილისი.
უტა ბექაია სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით ქმნის ცოცხალ სკულპტურებს, პერფორმანსებს, ვიდეოს, რომლებშიც სახელოვნებო მიმართულებებს შორის ზღვარი თითქმის გამქრალია. კარიერის დასაწყისში უტა ბექაიამ მოდის კოსტუმების დიზაინერის გამოცდილება გამოიყენა მედიუმად და გარდაქმნა ის შინაარსად და ადამიანის სხეულთან ერთად შექმნა პერფორმანსი. ანტიკური მითოლოგიით, ზღაპრებით, იტალიური ბაროკოთი და ქართული დადაიზმით შთაგონებული, სკულპურული კოსტუმებით ხელახლა ქმნის და აცოცხლებს რიტუალებს, რომლებიც არასდროს დოკუმენტირებულა. ბექაიას სწამს რომ კოლექტიური მეხსიერება გენეტიკურად გადაეცემა თაობებს და ამ უძველესი ცოდნით, ქმნის კავშირებს, რომლებიც საზრდოობს პირადი გამოცდილებით და ახალი მნიშვნელობებით.

https://utabekaia.com 

ინტერნეტ რესურსები

 

  

 

გალერეა