ეკა მარანელი
ფერწერა
ბიოგრაფია
ეკა მარანელი დაიბადა 1965 წელს საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა გრაფიკის სპეციალობით. აკადემიის დამთავრებისთანავე ახალდაარსებულ გაზეთში "რეზონანსი" დიზაინერად და გრაფიკოსად დაიწყო მუშაობა. იმავდროულად, მისი ილუსტრაციებითა და დიზაინით საქართველოში რამდენიმე წიგნი გამოიცა.
1994 წელს ეკა ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან მან კარიერა როგორც მხატვარმა და ფერწერისა და გრაფიკის პედაგოგმა გააგრძელა აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტში.
ეკა მარანელის მიერაა ილუსტრირებული კალიგრაფიის მსოფლიო ენციკლოპედიაში საქართველოს კალიგრაფია (ნიუ იორკი, აშშ), ასევე რამდენიმე ქართულენოვანი გამოცემა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში.
არტისტი მონაწილეობდა მრავალ ლოკალურ და საერთაშორისო გამოფენაში, კონკურსებში და სიმპოზიუმებში საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, რუსეთსა და თურქეთში. მისი ნამუშევრები დაცულია რამდენიმე მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. ეკა მარანელი ასწავლის ფერწერასა და გრაფიკას ბოსტონის უნივერსიტეტში, ასევე მუშაობს არტბარნის თეატრში ასოცირებულ დიზაინერად.