ლადო ბეროზა
მულტიმედია/ინსტალაცია
ბიოგრაფია
ლადო ბეროზა (ბეროზაშვილი) დაიბადა 1981 წელს საქართველოში. 2000 წლიდან ცხოვრობს ბერლინში. 2010 წელს დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და 2010-2011 წლებში უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. 2010 წელს მიიღო "DAAD"-ის სტიპენდია. ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ლადო ბეროზა სკულპტურებში გამოსახავს ყველაფერს, რაც იმიტირებული და განვითარებულია რეალურად ბუნებაში არსებული სხეულების ფორმების მიხედვით. ხელოვანი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში, ქართულ სახელოვნებო სივრცეში საქართველოში ეროვნულ მუზეუმში 2015 წელს შედგა ლადო ბეროზას პერსონალური გამოფენა "ბლექაუთ - ხილული და უხილავი ტრანსფორმაციები".