თამარა კ.ე. (თამარ ხუნდაძე)
ფერწერა
ბიოგრაფია
თამარ ხუნდაძე დაიბადა 1971 წელს, თბილისში. 1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს დუსელდორფში. მას დამთავრებული აქვს მიუნხენისა და დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიები.
Tamara K.E. – ამ სახელით იცნობენ ხელოვანთა წრეში თამუნა ხუნდაძეს. 1997 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები Ostwall Dortmund-ის მუზეუმში, Whitechapel Gallery London-ში, Sprengel Museum Hannover-ში, მოსკოვის ხელოვანთა ცენტრალურ სახლში.
უნივერსტეტის დასრულების შემდეგ თამარ ხუნდაძემ თეა გვეტაძესთან ერთად საქართველო წარადგინა ვენეციის 50-ე ბიენალეზე (იტალია, 2003), სადაც მათ ქართულ პავილიონში წარმოადგინეს დიდმასშტაბიანი კომპლექსური ინსტალაციები. აღსანიშნავია, რომ მათი პროექტი გამოიფინა ვენეციის ძველ აკადემიაში – „ატონეო ვენეტოში“, სადაც მე–16 საუკუნის ცნობილი მხატვრების ცანკის და ტინტორეტოს ფრესკებია დაცული. იმავე წელს თამარი მიიწვიეს პრაღის პირველ ბიენალეზე.
თამარ ხუნდაძის ნამუშევრები არაერთხელ აღნიშნულა ჯილდოებით. მათ შორისაა გერმანიის ფოლკს და რაიფფაიზენის ბანკების ხელოვნების პრიზი (Kunstpreis der Deutschen Volks- und Raiffeisenbanken, გერმანია), UBS ბანკის ჯილდო ახალგაზრდა ხელოვანებისთვის (Bank Art Award for Young Art, შვეიცარია) და ევროპული პრიზი ხატვისთვის (Europan Prize for Painting, ბელგია).
ხელოვანის ბოლოდროინდელი გამოფენების მოკლე ჩამონათვალი აერთიანებს პროექტებს: „დაბადებული საქართველოში“ (ამსტერდამის CoBrA-ს მუზეუმი, ჰოლანდია), “Private/Corporate IV” (Haus Huth Berlin, გერმანია), “Unscharp” (ჰამბურგის ხელოვნების მუზეუმი, გერმანია), New Acquisitions (Van der Heydt Museum, გერმანია).
წყარო: http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000480/